Monday, March 24, 2014

გურია

გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით.


ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით — ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა.
ამდენად გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთისლანჩხუთისჩოხატაურის და ქობულეთისმუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ ხელვაჩაურისაბაშისსენაკისხობისმუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას.
გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: ჯუმათის (ზემო გურია), შემოქმედის (შუა გურია) და ხინოწმინდის (ქვემო გურია

No comments:

Post a Comment