Monday, April 14, 2014

ჯვარცმა და აღდგომა (ქართულად)

აღდგომა

აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისსშორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარებავნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნაგაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირები

VI კლასი პროექტი აღდგომა

აღდგომა

ჩემი აზრით აღდგომა არის ერთ–ერთი უდიდესი დღესასწაული მთელ მსოფლიოში.

Monday, March 24, 2014

გურია

გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით.


ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით — ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა.
ამდენად გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთისლანჩხუთისჩოხატაურის და ქობულეთისმუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ ხელვაჩაურისაბაშისსენაკისხობისმუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას.
გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: ჯუმათის (ზემო გურია), შემოქმედის (შუა გურია) და ხინოწმინდის (ქვემო გურია

Monday, March 17, 2014

იტალია

იტალია–იტალია მდებარეობს ეუროპაში
იტალიის დედაქალაქია რომი